ესპანური პრიმერას 21-ე ტურში „ჟირონამ“ „სევილია“ 5:1 გაანადგურა და სატურნირო ცხრილს კვლავ სათავეში უდგას.
„ჟირონას“ უკრაინელმა თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა ჰეთ-თრიქი მიითვალა და ამისათვის მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა… შედეგად ის მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიაში რეალელ ჯუდ ბელინგემთან ერთად 14 გოლით გალიდერდა.
დოვბიკმა ერთპიროვნულად პირველი ადგილი დაიკავა ესპანეთის ჩემპიონატის გოლი+პასის სისტემით საუკეთესო მოთამაშეთა რეიტინგში. მას გოლი+პასის სისტემაში 19 (14+5) ქულა აქვს – ბელინგემზე ორით მეტი (14+3).
შეგახსენებთ, რომ არტიომი მანამდე პრიმერას დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.

ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
