Jordan Henderson will undergo Ajax medical after terminating Al Ettifaq contract | Transfer Centre News | Sky Sportsსაუდის არაბეთის „ალ-იტიფაკის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლასთან ახლოსაა. 33 წლის ნახევარმცველი საუდურ კლუბთან წასვლაზე შეთანხმდა.

ჰენდერსონი მალე დიდ ბრიტანეთში დაბრუნდება, სადაც „აიაქსში“ გადასვლის საკითხს დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ნიდერლანდური კლუბი ერთ ნაბიჯშია 33 წლის ჰენდერსონთან პერსონალური კონტრაქტის პირობების შეთანხმებამდეო.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.