ტაშკენტის საფეხბურთო კლუბ ფახთაქორს ყიდიან, იუწყება უზბეკეთის სახელმწიფო აქტივების მართვის სააგენტო. საინტერესოა, რომ ამჟამად კლუბის აქციების 100% სახელმწიფოს ეკუთვნის.
კლუბის შეძენისას, მოთხოვნები, ფახთაქორის საქმიანობის შენარჩუნება-განვითარებას, გუნდის საერთაშორისო დონეზე აყვანას და აკადემიის გაძლიერებას, ასევე საფეხბურთო კლუბის ბალანსზე მყოფი ყველა სპორტული ობიექტის, მათ შორის საფეხბურთო მოედნის, მხოლოდ სპორტული აქტივობებისთვის გამოყენებას ითვალისწინებს.
ფახთაქორი უზბეკეთის 15-გზის ჩემპიონი და 13-გზის თასის მფლობელია.
1964 წელს თბილისის „დინამო“ სწორედ „ფახთაქორის“ სტადიონზე გახდა პირველად სსრკ-ის ჩემპიონი. 2017-20 წლებში ამ კლუბის მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ, სხვადასხვა დროს კი უზბეკეთის ყველაზე სახელოვან კლუბში რამდენიმე ქართველი თამაშობდა.