კილიან მბაპე პარი სენ ჟერმენთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს | belive.ge

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა თავდამსხმელ კილიან მბაპეს სეზონში 100 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი შესთავაზოს, რათა 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, რომელიც მომავალ ზაფხულს ეწურება.

მადრიდის „რეალი“ მზადაა ფრანგს სეზონში 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. აღნიშნულია, რომ ეს თანხაც კი, რომელიც პსჟ-ის შეთავაზებას ჩამოუვარდება, ორჯერ აღემატება კლუბის სახელფასო სტრუქტურის ზედა ზღვარს.

ხაზგასმულია, რომ „სამეფო კლუბს“ არ სურს დაუშვას დიდი სხვაობა მბაპესა და მადრიდული კლუბის სხვა ფეხბურთელებს შორის ხელფასებს შორის, ამიტომ ისინი აპირებენ ფრანგი თავდამსხმელის კონტრაქტში მნიშვნელოვანი ბონუსების ჩართვას.