ფიფას გამოკითხვით 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლეო მესი. მან 2022 წელს მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლონდონში გამართულ ცერემონიალზე დააჯილდოვეს. ხმების თანახმად მეორეზე გავიდა ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი, ხოლო მესამეზე კილიან მბაპე.
წილისყრაში მონაწილეობდნენ ნაკრები გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები. წილისყრის შედეგები უპრეცედენტო გამოვიდა. მესიმ და ჰოლანდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს — ორივეს 48 ქულა ერგო. ისმის კითხვა, მაშ რატომ დაასახელეს საუკეთესოდ მესი? საქმე ის გახლავთ, რომ წესის თანახმად თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება მას, ვინც უფრო მეტმა კაპიტანმა დაასახელა პირველ(!) ადგილზე.
ჩვენდა სასიხარულოდ, ფიფას გამოკითხვის ათეულში მოხვდა საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მეათე პოზიცია დაიკავა. მას ხმა მისცეს საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ (მესამე ადგილი), დომინიკას ნაკრების კაპიტანმა გლენსონ პრინსმა (მესამე ადგილი), კოსოვოს ნაკრების კაპიტანმა ამირ რაჰმანიმ (მეორე ადგილი), რუსეთის ნაკრების კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ (პირველი ადგილი), ბერმუდის კუნძულების ნაკრების მწვრთნელმა მაიკ ფინდლიმ (მესამე ადგილი), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ნაკრების მწვრთნელმა რაულ სავოიმ (მეორე ადგილი), კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ (მესამე ადგილი), ფიჯის ნაკრების მწვრთნელმა ტიმო იანკოვსკიმ (მესამე ადგილი), საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა (პირველი ადგილი), ისრაელის ნაკრების მწვრთნელმა ალონ ჰაზანმა (მესამე ადგილი), ნეპალის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო ალბერტო ანეზემ (მეორე ადგილი), ალჟირელმა ჟურნალისტმა მოჰამედ რაშიდ ბელარბიმ (მესამე ადგილი), ვირჯინიის კუნძულელმა ჟურნალისტმა ჩარლი ჯეკსონმა (მესამე ადგილი), კამბოჯელმა ჟურნალისტმა ჩამრუნ უნგმა (მესამე ადგილი), დანიელმა ჟურნალისტმა კლაუს ეგელუნდმა (მესამე ადგილი), ფინელმა ჟურნალისტმა არი ვირტანენმა (მესამე ადგილი), ქართველმა ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ (პირველი ადგილი), ჰონკონგელმა ჟურნალისტმა ჰო ინ კვოკმა (მესამე ადგილი), უნგრელმა ჟურნალისტმა ძერძ შოლოსიმ (მესამე ადგილი), ისლანდიელმა ჟურნალისტმა ვიდირ სიგურდსონმა (მესამე ადგილი), ლიეტუველმა ჟურნალისტმა მინდაუგას აგუსტისმა (მეორე ადგილი), მალტელმა ჟურნალისტმა სანდრო მიკალეფმა (პირველი ადგილი), ჩერნოგორიელმა ჟურნალისტმა დანილო მიტროვიჩმა (მესამე ადგილი), რუმინელმა ჟურნალისტმა თეოდორ იუმატეტემ (მესამე ადგილი), რუსმა ჟურნალისტმა ოლეგ კოშელევმა (მესამე ადგილი), სამხრეთ აფრიკელმა ჟურნალისტმა რობერტ მარავამ (მეორე ადგილი), ტაჯიკმა ჟურნალისტმა ფარიდუნ სალიევმა (მეორე ადგილი), უგანდელმა ჟურნალისტმა სტივენ მაიამბამ (მეორე ადგილი) და იემენელმა ჟურნალისტმა ბაშირ სენანმა (მესამე ადგილი).
საუკეთესო თორმეტეული ასე გამოიყურება: ლეო მესი (არგენტინა), ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია), კილიან მბაპე (საფრანგეთი), კევინ დე ბრუინი (ბელგია), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), როდრი (ესპანეთი), ხულიან ალვარესი (არგენტინა), ბერნარდო სილვა (პორტუგალია), ილქაი გუინდოგანი (გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო), მარსელო ბროზოვიჩი (ხორვატია), დეკლან რაისი (ინგლისი).
სხვა ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ.
საუკეთესო მეკარე: ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ბრაზილია); საუკეთესო მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი, ესპანეთი); საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი); საუკეთესო ქალი მეკარე: მერი ერპსი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი); საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელი: სარინა ვიეგმანი (ინგლისი); პუშკაშის პრიზი ულამაზესი გოლისთვის: გილერმე მადრუგა (ბრაზილია); გულშეტმატკივართა ჯილდო: არგენტინული „დეპორტივო კოლონის” ქომაგს, რომელსაც თავისი ჩვილი სტადიონზე წაეყვანა და იქ ბოთლიდან კვებავდა.