ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა აღიარა, რომ საფეხბურთო კლუბ „ლივერპულს“ უჭერს მხარს. შეგახსენებთ, ახლახან შვედ სპეციალისტს კიბოს დიაგნოზი დაუდგინდა და მერე, 75 წლისამ თავად თქვა, რომ მაქსიმუმ ერთი წლის სიცოცხლე დამრჩენიაო…

„მამაჩემი ახლაც „ლივერპულის“ გულშემატკივარია და მეც. ყოველთვის წითლების ქომაგი ვიყავი და მინდოდა „ლივერპულის“ მწვრთნელი გავმხდარიყავი, თუმცა გასაგებია, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ დიახ, მაინც მერსისაიდელების გულშემატკივარი ვარ“, – უთხრა ერიქსონმა Sky Sports.

Sven-Goran Eriksson not ruling out management return and jokes about  Liverpool job - Daily Star