„მილანისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ალესანდრო კოსტაკურტა „სქაი სპორტზე” მუშაობს. მან „სქაი კალჩო კლუბის” გადაცემაში სხვადასხვა საკითხებზე ილაპარაკა, მათ შორის „ნაპოლის” შესახებაც. კერძოდ, ყოფილ მცველს სატრანსფერო ჭორების შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:
„აბა, როგორ შევაფასო ის სახელები, რომელთაც იტალიის ჩემპიონს უკავშირებენ? ნუთუ მათ მართლა შეუძლიათ არსებული მდგომარეობის შეცვლა? ამ ხალხს გუნდის თამაშში ახალი შტრიხის შეტანა ალბათ შეუძლია, მაგრამ არ მგონია ეს ბალანსის შესაცვლელად საკმარისი იყოს. პირადად მე დღევანდელი „ნაპოლის” შარშანდელთან შედარება უაზრობად მიმაჩნია. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ასეთი რამ გავიხსენო: 1999-2000 წლებში მე სკუდეტო მოვიგე. გავიმარჯვე იმ „მილაანთან” ერთად, რომელშიც ყველანი მარადონას ვგავდით, მაგრამ… სინამდვილეში არ ვიყავით. ამიტომ, გუნდების გაანალიზებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ”.