შაბათს, 13 იანვარს „შავ ლომს“ მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი თავისი არსებობის ისტორიაში ალბათ ყველაზე ძლიერ მეტოქეს „ჩელენჯ კაპის“ ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დაუპირისპირდება – საფრანგეთის ტოპ 14-ის ბინადარი „კასტრი“ ქვეყნის 5-გზის ჩემპიონია და ბოლოს ამ ტიტულს კლუბი ათიოდე წლის წინ ფლობდა.
„კასტრის“ შემადგენლობაში თავის მესამე სეზონს ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან ჩილაჩავა იცავს, რომელიც „შავ ლომთან“ დაპირისპირებაში მარქაფიდან ჩაერთვება. ლევანის გარდა ამ გუნდის ღირსებას უამრავი ცნობილი მორაგბე იცავს, თუმცა „შავი ლომი“ კასტრში წარმატების მისაღწევად ჩადის.
ქართველთა განწყობა საბრძოლოა და მათ სულისკვეთებას ის გარემოებაც ამყარებს, რომ კასტრის 12-ათასკაციან სტადიონზე 500 ქართველიც იქნება. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველ მორაგბეებს გასვლით მატჩზე ქომაგთა ასეთი წარმომადგენლობითი გუნდი ეყოლებათ.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში უგამოცდილესი ბორჯღალოსნებისა და ამბიციური ახალგაზრდების სიმბიოზია. დებიუტანტიც არავინაა. მოკლედ, შაბათს 19:15-ზე „კასტრი“ „შავ ლომს“ დაუხვდება. წარმატებები ჩვენებს.
„შავი ლომის“ შემადგენლობა „კასტრთან“ შეხვედრაში:
- დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. გიორგი კერვალიშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ილია სპანდერაშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე, 10. ლუკა მატკავა, 11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე (კაპიტანი),13. გიორგი კვესელაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. მირიან მოდებაძე.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. ალიკო შამილიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. დემურ ეფრემიძე, 20. საბა კურტანიძე, 21. ალექსანდრე ჯიღაური, 22. თორნიკე კახოიძე, 23. ლუკა ცირეკიძე.