Sven-Goran Eriksson now - net worth, complicated relationships and tragic  terminal cancer diagnosis - Mirror Onlineუეფამ მხარდაჭერა გამოუცხადა ინგლისის ნაკრების, „რომასა“ და „ბენფიკას“ ყოფილ მწვრთნელს სვენ-გორან ერიქსონს, რომელსაც სიმსივნე დაუდგინეს.

„მთელი ევროპული ფეხბურთი შენთანაა, სვენ”, – წერს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ ადრე ერიქსონმა განაცხადა, რომ კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მისი თქმით, საუკეთესო შემთხვევაში სიცოცხლის ერთი წელიწადი რჩება. ერიქსონი 75 წლისაა. შვედი სპეციალისტი ინგლისის ეროვნულ გუნდს 2001 წლიდან 2006 წლამდე წვრთნიდა.  ასევე მუშაობდა „ბენფიკაში“, „რომაში“, „სამპდორიასა“ და „ლაციოში“.

2022 წლიდან 2023 წლამდე სვენი მუშაობდა შვედური კლუბის „კარლშტადის“ სპორტულ დირექტორად.

წილი
წინა სტატიააბზაცი გულზე…
შემდეგი სტატიაგმადლობთ!
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.