გერმანიაში ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო და საქართველოს ნაკრების დებიუტიც შედგა. ვერ ვიტყვით, რომ წარმატებული, მაგრამ ნიდერლანდების ძლიერ ნაკრებთან მცირედით დამარცხდა – 29:34.
ნიდერლანდელებმა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და 4:0 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ თამაშს მთლიანად მეტოქე აკონტროლებდა და პირველი ტაიმი 19:12 მოიგო.
შესვენების შემდეგ უპირატესობა 10 ბურთამდეც გაიზარდა, მაგრამ ტიტე კალანდაძის გუნდმა გაიბრძოლა, სხვაობა კი შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარაფერი გაახერხა.
გეტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში შვედეთისა და ბოსნიის ნაკრებებიც არიან. საქართველოს ნაკრებს კი მორიგი მატჩი 13 იანვარს, შვედეთთან ექნებათ.