Napoli player Diego Maradona challenges Carlo Ancelotti of AC Milan during an Italian League match on October 21, 1990 in Naples, Italy.დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იტალიის საკასაციო სასამართლომ მიიღო აპელაცია, რომელიც ეხება გადასახადებიდან თავის არიდების საქმეს. საუბარია თანხაზე, რომელიც სადღეისოდ 37 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამიერიდან საბოლოო განაჩენი მეორე ხარისხის რეგიონული საგადასახადო კომისიის ხელშია, თუმცა მარადონას ოდინდელი ვექილი ანჯელო პიზანი ამბობს, რომ საქმე უკვე დახურულად შეიძლება ჩაითვალოს.

უმაღლესმა სასამართლომ ამასწინანდელი ვერდიქტოთ დაადასტურა 2021 წლის გადაწყვეტილება, რომ მარადონას იტალიის საგადასახადო ორგანოების არაფერი მართებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაწელილი სასამართლო პროცესი, რომელშიც განიხილავდნენ არიდებდა თუ არა დიდი დიეგო გადასახადებს თავს, მთავრდება.

ზემოთ 37 მილიონი ევრო ვახსენეთ, არადა თავიდან, როდესაც საქმე აღიძრა ლაპარაკი იყო 6 მილიონზე. თანხა პროცენტებისა და ჯარიმების გამო გაიზარდა. პიზანი იგონებს, რომ თხოვნა თავდაცვის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს შეიტანა, მაგრამ მაშინ შემოსავლების სააგენტომ უარით გამოისტუმრა.

და აი, იტალიის სასამართლო სისტემამ აპელაცია მიიღო, ოღონდ ძალიან გვიან. მარადონა ამის შესახებ ვეღარასდროს გაიგებს. და როგორც პორტალი Napolipiu წერს, მართალია არგენტინელს გადასახადებისგან თავის არიდება ტყუილად დასწამეს, „ნაპოლი” მის სახელს უფრთხილდება და ითხოვს, რომ იტალიის სახელმწიფომ მარადონას ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში, რაც ცხადია არასდროს მოხდება.