ჟურნალისტმა მიქელე კრისჩიტიელომ SportItalia Calciomercato-თან საუბარში თქვა, რომ მომავალ სეზონში „ნაპოლის” შეიძლება ახალი მწვრთნელი გაუძღვეს.
„ჩვენ გავიკითხ-გამოვიკითხეთ და დაბეჯითებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ დღეებში აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს შეხვდა. „აძურის” პრეზიდენტს სურს ზაფხულიდან გუნდი სალენტოელ მწვრთნელს ჩააბაროს. მან კონტეს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
კონტემ რა უპასუხა? მას არც ჰო უთქვამს და არც არა. „იუვენტუსის”, იტალიის ნაკრების, „ჩელსის”, „ინტერისა” და „ტოტენჰემ ჰოთსფურის” ყოფილმა მწვრთნელმა დე ლაურენტისს სთხოვა ამ საკითხზე ფრთხილად იფიქრონ და დასძინა: ჩვენ ამ თემას ისევ დავუბრუნდებით”, — თქვა ჟურნალისტმა.
შემდეგ კრისჩიტიელომ განმარტა, რომ კონტეს „მილანში” უნდა მუშაობის დაწყება, თუმცა მილანელთა აღმასრულებელ დირექტორ ჯორჯო ფურლანის სტეფანო პიოლის წასვლის შემდეგ ტიაგო მოტას მიყვანა ურჩევნია. სხვადასხვა მიზეზთან ერთად, მოტა ნაკლებ ხელფასს მოითხოვს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
