Football news - Manchester United target £77m Jadon Sancho and five more  players - Paper Round - Eurosport„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ იჯარით გადავა. კლუბები მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე არიან. მხარეები მხოლოდ გარიგების საბოლოო დეტალებზე უნდა შეთანხმდნენ. ამის შემდეგ 23 წლის ინგლისელი „დორტმუნდთან“ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სანჩო ბორუსიაში 2017-2021 წლებში უკვე თამაშობდა. სექტემბერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მწვრთნელ ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტის გამო სანჩოს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიდერლანდელი სპეციალისტი ფეხბურთელის ბაზაზე დასაბრუნებლად მზად იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სანჩო მას და გუნდს ბოდიშს მოუხდიდა. სანჩომ ეს არ გააკეთა.

2023/24 წლების სეზონში ინგლისელმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ პრემიერ ლიგის 3 მატჩი ჩაატარა. მისი კონტრაქტი „მანჩესტერთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.