ასე იცავდა თავს „ნაპოლი” „მონცასთან”

ყველა საფეხბურთო მატჩის შემდეგ სერია A აქვეყნებს ტაქტიკურ ანალიზს, რომელშიც ნაჩვენებია თუ საშუალოდ რა პოზიციაზე თამაშობდა თითოეული ფეხბურთელი ცალკე შეტევის და ცალკე დაცვის დროს.

„ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრაში ყველას გაუკვირდა რატომ ათამაშა ვალტერ მაცარიმ დისკვალიფიცირებული მატეო პოლიტანოს ადგილზე ალესიო ძერბინი და არა იესპერ ლინდსტრომი. როგორც ირკვევა, ამ არჩევნაის მიზეზი იყო ძერბინის უმჯობესი ფიზიკური ფორმა — იტალიელი დანიელზე უკეთ შეძლებდა პოლიტანოს მსგავსად მთელს მარჯვენა ფრთაზე სირბილს. ამ უნარს გასულ სეზონში ლუჩანო სპალეტიც დიდ ყურადღებას აქცევდა.

სერია A-ს მიერ გამოქვეყნებული ანალიზიდან ჩანს, რომ ხსენებულ მატჩში, როდესაც ბურთს „მონცა” ფლობდა, ძერბინი იმდენად უკან ჩადიოდა, რომ ფაქტობრივად მარიო რუის გასწვრივ, მის ხაზზე იკავებდა პოზიციას, ხოლო დი ლორენცო, რომელიც ერთი შეხედვით აქ უნდა მდგარიყო, ამირ რაჰმანისა და ჟუან ჟესუსის დასახმარებლად უფრო შუაში შედიოდა. შესაბამისად, გამოდიოდა, რომ „ნაპოლი” თავდაცვის დროს ფაქტობრივად ხუთი მცველით თამაშზე გადადიოდა.

პასკუალე მაძოკის ყიდვა „ნაპოლის” თამაშის გამრავალფეროვნების შესაძლებლობას მისცემს, რადგან „სალერნიტანას” ფეხბურთელს ორივე ფრთაზე ეხერხება თამაში — გავიხსენოთ, რომ მარჯვნივ მატიას ოლივერა ჯერ კიდევ დაშავებულია, ხოლო მარიო რუის შემცვლელი არ ჰყავს. შესაბამისად, მაცარის იდეას დაცვაში ხუთი მცველით თამაშთან დაკავშირებით, ხორცი უკვე სრულყოფილად შეესხმება — გამწკრივდე ბახუთკაციანი უკანა ხაზი, რომელშიც დი ლორენცო მარჯვენა მცველი კი აღარ იქნება, არამედ მესამე ცენტრალური მცველის პოზიციას დაიკავებს.