ზაქარია ბეგლარიშვილი კარიერას ესტონურ „ტრანს ნარვაში“ გააგრძელებს. 33 წლის ნახევარმცველი ბოლოს ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ ღირსებას იცავდა.
სხვადასხვა დროს ბეგლარიშვილს უთამაშია რუსთავის „მეტალურგში“, „აიაქსის“ 19-წლამდელთა გუნდში, თბილისის „ლოკომოტივში“, „ფლორაში“ (ესტონეთი), „სიონში“, „ჰონვედში“ (უნგრეთი), „სეინაიოკში“ (ფინეთი), კტპ-ში (ფინეთი), „ლევადიასა“ (ესტონეთი) და „თურონში“ (უზბეკეთი).
ბეგლარიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრების წევრი იყო. ეროვნულ გუნდში კი ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ესტონეთთან. ესტონეთის ფეხბურთის ფედერაცია მის ნატურალიზებას ცდილობდა, მაგრამ ეს საქმე ბოლოს ჩაიშალა.
„ტრანს ნარვამ“ ესტონეთის გასულ ჩემპიონატში მერვე ადგილი დაიკავა. გუნდს რუსი ალექსეი ერიომენკო წვრთნის. ბეგლარიშვილის გარდა გუნდში ბრაზილიელი, ფრანგი, რუსი, უკრაინელი და სერბი ლეგიონერები თამაშობენ.