პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღიარა, რომ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას ითამაშოს არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის გვერდით, რომელიც ახლა ამერიკულ „ინტერ მაიამიშის“ ღირსებას იცავს.
„მენატრება მესისთან თამაში. ჩემნაირი თავდამსხმელი, რომელსაც უყვარს სივრცის ათვისება, დარწმუნებულია, რომ ზუსტად მიიღებს ბურთს. ეს არის ფუფუნება, რომელიც მონიჭებაც მხოლოდ მას შეუძლია“, – ამბობს მბაპე.
შეგახსენებთ, რომ მესიმ გასულ ზაფხულს პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კონტრაქტი „მაიამის ინტერთან“ გააფორმა. არგენტინელმა თავდამსხმელმა პარიზში ორი წელი გაატარა, პსჟ-სთან ერთად ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი.