„აიაქსი“ და „მეცი“ შეთანხმდნენ – გიორგი მიქაუტაძე ექვსთვიანი იჯარით, ფრანგულ კლუბში დაბრუნდება, – ინფორმაციას ამსტერდამელთა ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
შეთანხმების თანახმად, სეზონის ბოლოს „მეცს“ შეეძლება მიქაუტაძის ტრანსფერი გამოისყოდოს. 23 წლის თავდამსხმელს „აიაქსთან“ ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ზაფხულში „მეციდან“ „აიაქსში“ დაახლოებით 19 მილიონ ევროდ გადავიდა, მისი დებიუტი ამსტერდამში 2023 წლის 3 სექტემბერს „სიტარდთან“ მატჩში შედგა, მას შემდეგ გიორგიმ „აიაქსის“ მაისურით მხოლოდ ცხრა თამაში ჩაატარა.