Alex Meret of SSC Napoli lies down injured during the Serie A TIM match between SSC Napoli and AC Monza at Stadio Diego Armando Maradona on December...„ნაპოლის” მეკარე ალექს მერეტი „მონცასთან” შეხვედრაში დაშავდა და მატჩის მსვლელობისას შესაცვლელი გახდა — მის ნაცვლად კარში დედით უკრაინელი ნიკიტა ბარანოვსკი-კონტინი ჩადგა. საერთოდ „აძურის” მეორე მეკარე პიერლუიჯი გოლინია, მაგრამ ამ დღეს ისიც დაშავებული იყო.

მერეტმა, რომელიც ნეაპოლიდან შორს, უდინეშია დაბადებულ-გაზრდილი გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ უფრო სერიოზულად არის დაშავებული ვიდრე ეგონათ. მის მკურნალობას საკმაო ხანი, დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. სავარაუდოდ, მერეტს გაუცდება შემდეგი შეხვედრები:

7 იანვარს სტუმრად „ტორნოსთან” (სერია A); 14 იანვარს შინ „სალერნიტანასთან” (სერია A); 18 იანვარს რიადში „ფიორენტინასთან” (იტალიის სუპერთასის ნახევარფინალი); 28 იანვარს რომში „ლაციოსთან” (სერია A); 4 თებერვალს შინ „ვერონასთან” (სერია A); 11 თებერვალს მილანში „მილანთან” (სერია A); 17 თებერვალს შინ „ჯენოასთან” (სერია A); 21 თებერვალს შინ „ბარსელონასთან” (ჩემპიონთა ლიგა); 25 თებერვალს კალიარიში „კალიარისთან” (სერია A) და 28 თებერვალს სასუოლოშო „სასუოლოსთან” (სერია A).