Image„ნაპოლის” ახალგაზრდული გუნდის ანუ პრიმევერას ყოფილმა მწვრთნელმა ერნესტო აპუცომ რადიო Kiss Kiss-თან ინტერვიუში „პარტინეოპეელთა” შესახებ ილაპარაკა. მან თქვა:

„იმ ხალხისთვის, ვინც „ნაპოლის” წინა ორ ჩემპიონობას მოესწრო 2023 უფრო მეტად სასიხარულო წელი იყო, თუმცა წლის ბოლო დამთრგუნველი გამოდგა. ფეხბურთი ბევრი კომპონენტისგან შედგება. გასულ სეზონში „ნაპოლიმ” ასე კარგად რატომ ითამაშა იცით? იმიტომ, რომ გოლი ვისაც გინდა გაეტანა, მთელი გუნდი გულწრფელად ზეიმობდა”.

შემდეგ საუბარი ხვიჩა კვარაცხელიას შეეხო.

„მეტოქეები მას მოედანზე ფეხებში ურტყამენ, მსაჯებს კი ჯერ არავინ გაუგდიათ. გინახავთ ვინმე კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გაეძევებინოთ?” — კითხაი აპუცომ.

ქართველი გარემარბი ბოლოხანს განსაკუთრებული აგრესიის ობიექტია. „მონცას” ფეხბურთელმა ბონდომ მას ღიად ჩაარტყა, მსაჯმა კი თვალები დახუჭა. კვარაცხელია საგანგებო უხეშობის მსხვერპლი იყო „რომასთან” შეხვედრაშიც.