Warren Bondo of AC Monza argues with Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the serie A Tim match between SSC Napoli and AC Monza at Stadio Diego...„მონცასთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ, „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პრეს კონფერენციაზე მისვლა და ჟურნალისტების წინაშე საუბარი ისურვა.

„ყველაფერი რაც აქამდე მოხდა, მხოლოდ ჩემი ბრალია, — თქვა მან, — პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ნურავინ ნურაფერში დაადანაშაულებთ. საკუთარი შეცდომები გაცნობიერებული მაქვს. ცხრილში ჩვენი დღევანდელი პოზიციის გამო ნეაპოლელ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ჩემპიონატი ამით არ მთავრდება და ჩვენ მდგომარეობის გამოსასწორებლად სატრანსფერო ბაზარში წავალთ.

არ მინდა ჩემი ლაპარაკით თავი მოგაბეზროთ, მაგრამ როდესაც 24 იანვარს საუდის არაბეთიდან დავბრუნდებით, სადაც იტალიის სუპერთასზე სათამაშოდ უნდა გავემგზავროთ, 25-ში ჩვენ ყველანი ზღვისპირას, სადილზე შევხვდებით და ჩემს შეხედულებას გაგაცნობთ.

თქვენ, ჟურნალისტებს გაქვთ ფურცლები, რომლებიც უნდა შეავსოთ. რადიოში გაქვთ საეთერო დრო, რომელიც ვიღაცამ თავისი ლაპარაკით უნდა დაიკავოს. გაქვთ ტელეარხები, რომელზეც ყველა ექსპერტმა თავისი აზრი უნდა გამოთქვას, მაგრამ სიმართლე მხოლოდ იმ ხალხმა ვიცით, რომელიც პროცესში შიგნიდან მონაწილეობს და ყველაფერს თავად განიცდის.

დღეს კი მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გაბრიელე გრავინას და მსაჯების ხელმძღვანელ განლუკა როკის, შეეცადონ იტალიურ ფეხბურთს აზრი და სანახაობრიობა დაუბრუნონ, თორემ საფეხბურთო მატჩების ნაცვლად სულ რაღაც რაგბის ვუყურებთ, სადაც თამაში წარამარა წყდება და სამართალი არ არსებობს. შესაძლოა მსაჯი „ნაპოლის” ან სხვა გუნდების წინააღმდეგ იყოს, მაგრამ პალადინოს და მაცარის მსგავის მწვრთნელების გაძევება უბრალოდ წარმოუდგენელი საქციელია”.