ქუთაისის „ტორპედომ“ შოტლანდიელ მწვრთნელ სტივ კინთან ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოღონდ ამჯერად შოტლანდიელ სპეციალისტს უფლებამოსილება გაეზარდა და იგი მწვრთნელობასთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერი) ფუნქციებსაც შეითავსებს.
ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, შოტლანდიელი სპეციალისტი, საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე, ასაკობრივ გუნდებთან და „ტორპედოს“ აკადემიასთან თანამშრომლობით, კლუბის ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
სტივ კინის ახალი კონტრაქტი ახალი წლიდან შედის ძალაში.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/08/2026 | 21:01მადლობა ღმერთს, რომ არგენტინელად გამაჩინა!
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 21:53მონტენეგრო დაძლეულია
მთავარი ამბავი20/08/2026 | 22:20იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
სიახლეები13/08/2026 | 14:10მეოთხე ქართველი ლა ლიგაში
