Rafael Leao of Ac Milan during the Serie A TIM match between SSC Napoli v AC Milan in Naples, Italy, on October 29, 2023.„მილანისა” და პორტუგალიის ნაკრების გარემარბი, 24 წლის რაფაელ ლეაო სერია A-ს იუთუბ-არხს ესაუბრა. გაგაცნობთ ამონარიდებს მისი ინტერვიუდან.

მილანი – მილანი მშვენიერი ქალაქია. ჩემთვის ზედგამოჭრილია მისი ამინდი და საკვები. აქ საყიდლებზე ისე გავდივარ, როგორც სახლში. საზღვარგარეთ ცხოვრების დროს ბევრ რამეს სწავლობ. თუ ადამიანი თავის კომფორტის ზონაში რჩება, ვეღარ იზრდება. აქ თავს ბავშვად აღარ ვგრძნობ, მილანში ცხოვრებამ ზრდასრულ კაცად მაქცია.

დასაწყისი – თავიდან მამასთან ერთად ვცხოვრობდი. ის ჩემ გამო ყველაფრისთვის მზად იყო. ყოველთვის მოთმინებას მირჩევდა, მეუბნებოდა, რომ აუცილებლად დადგებოდა ჩემი დრო.

მუშაობა – ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. ბავშვობაში პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი. დღეს ყველაფერი რაც მოხდა სრული სიგიჟე მგონია…

მოდა – მოდის სიყვარული მამასგან მაქვს, ის ყოველთვის ლამაზად იცვამს. ბოლოხანს ვცდილობ ისეთი რაღაცები ჩავიცვა, რაც ადრე არ მცმია. მზად ვარ ყველასთან ვითანამშრომლო.

სკუდეტო – მოედანი „მილანის” გულშემატკივრებით იყო სავსე. არასდროს დამავიწყდება რა ხდებოდა სკუდეტოს მოგების შემდეგ დუომოზე. წარმოუდგენელი რაღაც იყო. მინდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე განვიცადო თავიდან.

წარსული – წარსულში „მილანს” ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავდა. ვცდილობ მათ დონეზე ავიდე. ეს რასაკვირველია ძნელია, მაგრამ მგონი სწორ გზაზე ვდგავარ. ჩვენი კლუბის დიდების დარბაზს რომ ვუყურებ, ფრთები მესხმება; მინდება უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და ჩვენს გულშემატკივარს რაიმე არაჩვეულებრივი მოვუტანო. აქ ხედავ კლუბმა წარსულში რა სიმაღლეებს მიაღწია. მინდა ჩვენი ქომაგები ყოველი სეზონის ბოლოს ზეიმობდნენ.

გამარჯვებები – ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტი სკუდეტოს მოგება იყო. ამაზე დიდხანს ვოცნებობდი და ამასვე ოცნებობდნენ „მილანის” ფანები. ტიტულის მოგება 12 წლის მერე განსაკუთრებული მოვლენაა”.

გუნდი – თანაგუნდელებთან ვმეგობრობ. გასახდელსი შესანიშნავი ატმოსფეროა, გასართობადაც ერთად დავდივართ. ვფიქრობ, ძალიან ერთსულოვანი ჯგუფი ვართ.

სტადიონი – შინ თამაშს არაფერი სჯობს, მითუფრო როდესაც შენი ბინა „სან სიროა”. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვეჭვობ ჩემი გრძნობების აღწერა ერთი სიტყვით იყოს შესაძლებელი. გულშემატკივარი ფანტასტიკურია. იმედი მაქვს ყოველთვის მხარში გვედგებიან, რადგან ჩვენ ისინი ძალიან გვჭირდება.