საქართველოს ჩემპიონის, „ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, გიორგი ზარია კარიერას ყაზახეთის ჩემპიონატში, ალმაათის „ქაირათში“ გააგრძელებს. კლუბსა და  ფეხბურთლს შორის ორწლიანი კონტრაქტის გაფორმდა.

26 წლის ზარიამ კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო. 2021 წელს „ბათუმში“ გადავიდა. წინა სეზონში ის ზღვისპირელთა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და დიდი წვლილიც შეიტანა გუნდის გაჩემპიონებაში.

„ქაირათში“ ზარიასსთან ერთად კიდევ ერთი ქართველი, ლუკა გადრანი ითამაშებს, რომელიც ალმაათელებმა „აქტობედან“ ცოტა ხნის წინ დაიმატეს.

გიორგი ზარია „ქაირათის“ ფეხბურთელი გახდა - ის ალმათიში ლუკა გადრანთან ერთად ითამაშებს #1TVSPORT - 1TV