„ნაპოლის” პოლონელ ნახევარმცველთან პიოტრ ჟელინსკისთან დაკავშირებით ბოლო სიახლე ასეთია: ის „ინტერს” გაურიგდა და საქმის დაგვირგვინებას კონტრაქტზე ხელის მოწერაღა აკლია.

ბოლო პერიოდში ჟელინსკის შესახებ ბევრს წერდნენ. Calciomercato-ს ინფორმაციით პოლონელმა მილანურ კლუბს უკვე განუცხადა თანხმობა, კლუბი კი თავის მხრივ შეეცდება აღარ გარისკოს, „ნაპოლის” ფეხბურთელთან ახალი, უკეთესი კონტრაქტის გაფორმების დრო არ დაუტოვოს და 2024 წლის პირველი შეხვედრისთვის ნახევარმცველი უკვე ოფიციალურად მისი იყოს.