„ნაპოლის” ბრაზილიელ მცველს ნატანს „რომასთან” შეხვედრაში მხარი ეტკინა. როგორც ამბობენ, ამ ტიპის ტრავმის მოშუშებას 40-60 დღე უნდა. მომდევნო სამედიცინო შემოწმებები გამოჯანმრთელებისა და რეაბილიტაციის ვადებს უფრო ზუსტად განსაზღვრავს.
შობას ნატანი ნეაპოლში, პოსილიპოს უბანში, ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდა. მასთან ერთად იყვნენ მშობლები, და, ძმა და მეგობარი გოგონა. ფოტოზე, რომელიც ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, მას მხარი დაფიქსირებული აქვს.
„ყველას ბედნიერ შობას გისურვებთ. მიხარია დღესასწაულს ოჯახთან ერთად რომ ვატარებ. ყველაფრისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას”, — დაწერა ნატანმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” მომდევნო თამაში „მონცასთან” აქვს, 29 დეკემბერს, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე. ამ შეხვედრაში ნატანის გარდა მონაწილეობას ვერ მიიღებენ მატიას ოლივერა, მატეო პოლიტანო და ვიქტორ ოსიმენი, ხოლო სტანისლავ ლობოტკასა და იესპერ ლინდსტორმის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
აქეთურ-იქითური06/09/2026 | 08:54როდის ითამაშებენ მესი და რონალდუ ერთ გუნდში?
