ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა სუპერლიგის შესახებ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
„როგორც გავაფრთხილე, მათ ყოველთვის შეეძლოთ შეჯიბრებების ორგანიზება უეფას და ფიფას გარეშე. ამის აკრძალვა არ შეიძლება, საკითხავია, რა პირობებში იმყოფებიან ისინი უეფას და ფიფას ორგანიზაციის ქვეშ“.
შეგახსენებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა ფიფას და უეფას ქმედებები 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ. ამიტომაც, შეიძლება შეიქმნას ახალი ტურნირი ევროპული კანონმდებლობით.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მაისში სუპერლიგამ უეფა და ფიფა კონკურენციის კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. იმავე წლის აპრილში 12 ევროპულმა კლუბმა გამოაცხადა სუპერლიგის შექმნის შესახებ. მასში შედიოდნენ ინგლისური „არსენალი“, „ლივერპული“, „სიტი“, „მანჩესტერი“, „ტოტენჰემი, „ჩელსი, ესპანური „ბარსელონა“, მადრიდის „რეალი“ და „ატლეტიკო“, ასევე იტალიური „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“.