Image 18საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონ პორტუგალიასთან გამართა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 2:1.

მართალია, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, მაგრამ თამაში სხვა მხრივ იყო პრინციპული, რადგან პორტუგალიელებისა და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი ბოლო ადგილზე დაქვეითდა.

თბილისის სპორტის სასახელში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებს ლეგიონერების დიდი ნაწილის გარდა, დისკვალიფიკაცირებული მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე აკლდა.

ქართველთაგან გოლები ჩიმბამ  და გიორგი ღავთაძემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს 42 ოფიციალური თამაში არ ჰქონდათ წაგებული და ავთანდილ ასათიანის გუნდმა მათ ეს სერია შეაწყვეტინა.