„სან ანტონიოს“ ლიდერის, ვიქტორ ვემბანიამას ტრავმამ სანდრო მამუკელაშვილს შანსი მისცა, რომელიც ჩვენებურმა მეტ-ნაკლებად გამოიყენა…
„სან ანტონიო სპურსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკი ბაქსს“ ესტუმრა და 119:132 დამარცხდა. მამუკელაშვილმა მოედანზე 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მცირე დროისთვის ცუდი სტატისტიკა არ არის, მაგრამ ცუდი მხოლოდ ზუსტი სროლის პროცენტული მაჩვენებელია – სანდრომ 5 სამქულიანი ესროლა და მიზანს მხოლოდ ერთმა მიაღწია. „სან ანტონიოს“ 4 გამარჯვება და 22 მარცხი აქვს, რაც დასავლეთ კონფერენციაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.