Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrates after scoring his team's second goal during the Serie A TIM match between SSC Napoli and Cagliari...„ბრაგასთან” გამარჯვებას „ნაპოლიმ” „კალიარისთან” მოგება მიაყოლა — 2:1. ნეაპოლელთაგან პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე კი ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც საგოლე პასი იმავე ოსიმენმა მიაწოდა. ამ ეპიზოდში ნიგერიელმა საოცრად ითამაშა, თუმცა ამჯერად თქვენი ყურადღება OptaPaolo-ს დაკვირვებაზე უნდა შევაჩეროთ. სტატისტიკოსთა ცნობილმა პორტალმა დაწერა, რომ ხვიჩამ სერია A-ს 49 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი ჩააწოდა ანუ 30 გოლში მიიღო გადამწყვეტი მონაწილეობა.

საიტმა აგრეთვე დასძინა, რომ 2004/05 წლების სეზონის შემდეგ მხოლოდ დომენიკო ბერარდი (31/42) და ალეშანდრე პატუ (30/45) იყვნენ კვარაზე უმცროსები, რომელთაც პირველ 50 შეხვედრაში 30 და მეტ გოლში მიიღეს მონაწილეობა.

იტალიური საიტები იმედოვნებენ, რომ ქართველის თამაში მარიო რუის გამოჯანმრთელებასთან ერთად კიდევ უფრო წარმატებული გახდება.