გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბარსელონას” უმასპინძლა. შეხვედრა 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 55-ე წუთზე სტუმარმა ჟოაო ფელიქსმა გახსნა, 70-ზე კი უგო გილამონმა ეგრეთწოდებულ ცხრიანში დამიზნებული საუცხოო დარტყმით გაქვითა. ტრადიციისამებრ ბრწყინვალე უყი მამარდაშვილი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა:

„ბარსამ დიდებულად ითამაშა, მაგრამ რამდენჯერმე მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. დღეს მეტოქემ წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენმა მაკარემ ითამაშა კარგად”.

თამაშის მერე კითხვები დაუსვეს გიორგისაც. მან უპასუხა: „ჩვენ დიდ გუნდთან შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ და გახარებულები ვართ. კარგად ვითამაშეთ, რადგან „ბარსელონას” წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში დაძაბულობის გაძლება ადვილი არ არის. „მესტალიაზე” თამაში ჩვენთვის ყოველთვის უფრო იოლია, რადგან ხალხი ძალიან გვეხმარება. ძალიან მიხარია თუ გუნდს დავეხმარე, ჩემს შესახებ მეტს ვერაფერს ვიტყვი”.