„ნაპოლის” თავკაც ვალტერ მაცარის თავის ტკივილის მიზეზი არ ელევა. „კალიარისთან” შეხვედრის წინ ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი დაშავდა, პორტუგალიელი მარიო რუი და ურუგვაელი მატიას ოლივერა კი ჯერ არ გამოჯანმრთელებულან.
კლუბის განცხადებაში წერია, რომ გუნდი გუშინ დილით კონამის საწვრთნელ ცენტრში „კალიარისთან” მე-15 ტურის შეხვედრისთვის ემზადებოდა. ვარჯიში მიმდინარეობდა მეორე მოედანზე. ფეხბურთელები ჯერ გახურდნენ, შემდეგ შესრულდა ტექნიკური სავარჯიშოები, ითამაშეს მოედნის შუაში პატარა მოედანზე, რასაც მოჰყვა დახურული ტაქტიკური სესია.
მარიო რუიმ ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშა, ნაწილობრივ კი ინდივიდუალურად.
ოლივერა ტრენაჟორებიან დარბაზში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.
ელმასს მარცხენა თეძოს კუნთების დაჭიმვის გამო არ უვარჯიშია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
