საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ელიტრაუნდის ბოლოსწინა ტურში სომხეთის ნაკრებს ესტუმრა და 1:3 წააგო.
ერევანში ჩატარებული მატჩში საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ლეგიონერთა ლიმიტის წესის დარღვევის გამო ავთნდილ ასათიანი გუნდს მოგებულ შეხვედრებში წაგებები (0:5) ჩაუთვალეს, შესაბამისად, გუნდს 3 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
ელიტრაუნდის შესარჩევის ბოლო შეხვედრას ფუტსალის ნაკრები თბილისში პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს…