„ნაპოლიმ” ნეაპოლის მდიდრულ უბან პოზილიპოში ტრადიციული საშობაო საღამო მოაწყო. საღამოს არც პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი  დაკლებია. შეიკრიბა ყველა ფეხბურთელი, ხოლო მწვრთნელი ვალტერ მაცარი გახლდათ ერთადერთი, ვინც წვეულებაზე ოჯახთან ერთად მივიდა.

პლასო პეტრუჩიზე გატარებული საღამოს წინ, ბოლო თამაში „აძურის” წარმატებული ჰქონდა — „ბრაგას” მოუგო 2:0. ეს გახლდათ „პარტენოპეელთა” 2023 წლის ბოლო არაფორმალური შეხვედრა, რასაც ერთმანეთის მიყოლებით მოჰყვება სერია A-ს თამაშები „კალიარისთან”, „რომასთან”, „მონცასთან”, „ტორინოსთან” და „სალერნიტანასთან”, რომლებშიც ქულების დაკარგვა მტკივნეული იქნება.