მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი შემტევი ჰარი კეინი ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ქვეყნიდან გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ სეზონში მოედანზე 30 სასარგებლო ქმედება შეასრულა.
ჰარი კეინმა „ბაიერნში“ ყველა ტურნირზე 22 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა. მან სამშაბათს კინგსლი კომანს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე „მანჩესტერ იუნაიტედთანაც“ გაატანინა.
შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემის“ აკადემიის აღზრდილი კეინი მიუნხენურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა, სადაც კონტრაქტით 2027 წლამდე უნდა ითამაშოს.