„ბათუმის“ აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი კარიერას საფრანგეთის მეორე ლიგაში გააგრძელებს – „ვალენსიენმა“ იგი ოფიციალურად წარადგინა. ახალ კლუბში ჯოვინო 96-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში ფლამარიონმა „ბათუმთან“ ერთად საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ბრაზილიელმა სეზონში 17 გოლი გაიტანა და ზურაბ მუსელიანთან („გაგრა“) და ზორან მარუშიჩთან („დინამო“) ერთად საუკეთესო ბომბარიდირი გახდა, ამას გარდა ის სეზონის საუკეთესო ფეხურთელად დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს „ვალენსიენის“ ღირსებას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავა იცავდა, რომელმაც ფრანგულ კლუბში 14 მატჩი ჩაატარა.