Khvicha Kvaratskhelia of Napoli seen in action during the match between Juventus FC and Napoli as part of Italian Serie A, football match at Allianz...ტურინში „იუვენტუსთან” 0:1 დამარცხება „ნაპოლის” მძიმე ლოდად დააწვა, რადგან ჩემპიონს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გაუუარესდა. ის ლიდერ „ინტერს” 14 ქულით ჩამორჩება. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ მას მერე, რაც იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებაზე 3 ქულის დარიცხვა დაიწყეს, ასეთი ცუდი შედეგი ჩემპიონს მომდევნო სეზონის 15 ტურის შემდეგ არ ჰქონია.

ლაპარაკია მოქმედი ჩემპიონის ჩამორჩენაზე ახალი პირველობის ლიდერთან. ქვემოთ გთავაზობთ 1994 წლიდან დღემდე ლიდერისა და ჩემპიონის ქულებს:

1994/95 — ლიდერი: „პარმა” (31 ქულა), მოქმედი ჩემპიონი „მილანი” (22 ქულა);

1995/96 — „მილანი” (30), „იუვენტუსი” (24);

1996/97 — „იუვენტუსი” (29), „მილანი” (21);

1997/98 — „ინტერი” (36), „იუვენტუსი” (32);

1998/99 — „ფიორენტინა” (32), „იუვენტუსი” (22);

1999/00 — „იუვენტუსი” (32), „მილანი” (27);

2000/01 — „რომა” (33), „ლაციო” (27);

2001/02 — „კიევო” (32), „რომა” (30);

2002/03 — „ინტერი” (33), „იუვენტუსი” (29);

2003/04 — „რომა” (36), „იუვენტუსი” (33);

2004/05 — „იუვენტუსია” ლიდერიც და ჩემპიონიც;

2005/06 — „კალჩოპოლის” სკანდალის გამო ცხრილი გაუქმებულია;

2006/07; 2007/08; 2008/09; 2009/10 — „ინტერია” ლიდერიც და ჩემპიონიც;

2010/11 — „მილანი” (33), „ინტერი” (23);

2011/12 — „უდინეზე” (31), „მილანი” (31);

2012/13; 2013/14; 2014/15 — „იუვენტუსია” ლიდერიც და ჩემპიონიც;

2015/16 — „ინტერი” (33), „იუვენტუსი” (27);

2016/17 — „იუვენტუსია” ლიდერიც და ჩემპიონიც;

2017/18 — „ინტერი” (39), „იუვენტუსი” (37);

2018/19 — „იუვენტუსია” ლიდერიც და ჩემპიონიც;

2019/20 — „ინტერი” (38), „იუვენტუსი” (36);

2020/21 — „მილანი” (37), „იუვენტუსი” (30);

2021/22 — „ნაპოლი” (36), „ინტერი” (34);

2022/23 — „ნაპოლი” (41), „მილანი” (33);

2023/24 — „ინტერი” (38), „ნაპოლი” 24.