პარასკევს, 8 დეკემბერს, „იუვენტუსი” „ნაპოლის” უმასპინძლებს. ეს იქნება სერია A-ს მე-15 ტურის მატჩი. „იუვე” 33 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ნაპოლი” 24 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. საჩემპიონო ბრძოლისა და სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ის აგრეთვე საყურადღებოა იმით, რომ ნეაპოლელებს თავი „ბებერი ქალბატონის” ოდინდელ მოქიშპედ მიაჩნიათ და მათი შეხვედრები პრინციპულობით გამოირჩევა.
calciomercato-მ დათვალა, რომ ისტორიის მანძილზე ორივე გუნდის მაისურა 40 ფეხბურთელს ეცვა. პორტალმა მათგან 11 ყველაზე ცნობილი გაგვახსენა:
ომარ სივორი (იუვენტუსი: 1957-1965, ნაპოლი:1965-1968); ჟოზე ალტაფინი (ნაპოლი: 1965-1972, იუვენტუსი: 1972-1976); დინო ძოფი (ნაპოლი: 1967-1972, იუვენტუსი: 1972-1983); ჩირო ფერარა (ნაპოლი: 1984-1994, იუვენტუსი: (1994-2005); ფაბიო კანავარო (ნაპოლი: 1992-1995, იუვენტუსი: 2004-2005); მასიმო კარერა (იუვენტუსი: 1991-1996, ნაპოლი: 2003-2004); პაოლო დი კანიო (იუვენტუსი: 1990-1993, ნაპოლი:1993-94); მასიმო მაურო (იუვენტუსი:1985-1989, ნაპოლი: 1989-1993); ფაბიო პეკია (ნაპოლი: 1993-1997, იუვენტუსი 1997-1998); ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი: 2011-2013; ნაპოლი: 2016-2018); გონსალო იგუაინი (ნაპოლი: 2013-2016, იუვენტუსი: 2019-2020).
„ორივე კლუბის მსახურთა” სიას შეიძლება დავამატოთ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი მარჩელო ლიპიც, რომელიც 1993-94 წლებში „ნაპოლის” ედგა სათავეში, ხოლო 1994-99 და 2001-04 წლებში „იუვენტუსს”.