„ნაპოლის“ ყოფილმა მწვრთნელმა და იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ლუჩანო სპალეტიმ მილანის „ინტერის“ ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.
„ინტერს“ ვუყურებ და ისინი აბსოლიტურად დამსახურებულად დგანან პირველ ადგილზე ცხრილში. ნამდვილად ვხედავ ამ გუნდში ბევრ ძლიერ თვისებას, ეს არის მოწიფული გუნდი, რომლის მოთამაშეებს აქვთ შესანიშნავი ურთიერთგაგება. ისინი აჩვენებენ ფეხბურთს მოთამაშეების ფიზიკურ მახასიათებლებზე აქცენტით, მაგრამ ამავე დროს გონივრულად იყენებენ მათ ტექნიკურ თვისებებს.
ეს „ინტერი“ „ნაპოლიზე“ უკეთ თამაშობს? ამ სეზონში „ნაპოლიდან“ შესანიშნავი თამაშები ვნახე, მაგრამ ეს გუნდი ყოველთვის ვერ ინარჩუნებს ტემპს, რაც ადრე იყო”, – ამბობს ლუჩანო სპალეთი, ვის ხელშიც „ნაპოლიმ“ წინა სეზონში სკუდეტო მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 14 ტურის შემდეგ „ინტერმა“ 35 ქულა დააგროვა და ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.