Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli looks dejected at the end of the Serie A TIM match between SSC Napoli and FC Internazionale at Stadio Diego...calciomercato-მ „ნაპოლისა” „ინტერის” შეხვედრის (0:3) შემდეგ ტრადიციულად შეაფასა ფეხბურთელები. გთავაზობთ პორტალის მოსაზრებებს:

ალექს მერეტი 5,5: 39-ე წუთზე კარგად ითამაშა, როდესაც ლაუტაროს დარტყმული მოიგერია. ჩალჰანოღლუსა და ბარელას გოლების შემთხვევაში ვერაფერს გახდებოდა, ტურამის გოლის დროს კი კუადრადოს დაბალი პასი ვერ ჩაჭრა.

ჯოვანი დი ლორენცო 6: ჩვეულებრივზე ნაკლებს უტევდა. შეხვდა მეტოქე, რომელსაც ფრთაზე თამაში ეხერხება, მაგრამ დაცვაში საკმაოდ კარგად იდგა.

ამირ რაჰმანი 5: „ინტერის” მეორე გოლი მისი რისკიანი მოქმედების ბრალი იყო. მან პოლიტანო მოუხერხებელ მდგომარეობაში ჩააყენა, ამ უკანასკნელმა ბურთი დაკარგა და „ნერაძურის” შედეგიანი კონტრშეტევის შესაძლებლობა მისცა.

ლეო ოსტიგორი 5: ცალკეულ ეპიზოდებში ითამაშა როგორც თამამმა, გადამწყვეტი სიტყვის მქონე მცველმა, მაგრამ გოლების დროს შეცდა. ჯერ იყო და ბარელას ვერ გაუწია წინააღმდეგობა და მერე კი ტურამი დაეკარგა.

ნატანი 5,5: ამ შეხვედრაში განაპირა მცველის როლი შეასრულა, რაც ადრე ბრაზილიაში გაუკეთებია. შეტევაში აშკარად არ მიიწევდა და დუმფრისიც ჰყავდა დასაჭერი. სტანდარტულ მდგომარეობებში კარგი იყო, თუმცა „ინტერი” მისი ფლანგიდან გარღვევებს ახერხებდა. (ალესიო ძერბინი 87-ე წუთზე შევიდა და შეფასების გარეშე დარჩა).

ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა 5,5: თამაში მძლავრად დაიწყო, თუმცა რაც დრო გადიოდა მით უფრო სუსტდებოდა.

სტანისლავ ლობოტკა 5,5: ამ საღამოს „ნაპოლის” თამაშს აკლდა მისი დრიბლინგი და რამდენიმე უხეში შეცდომაც დაუშვა. როგორც მცველთა წინ მდგომ ჩამშლელს, მეტი მოეთხოვებოდა (პიოტრ ჟელინსკი 5,5: მისი შესვლით გუნდს სასიკეთო არაფერი დატყობია).

ელიფ ელმასი 6: „ნაპოლის” პირველი სახიფათო მომენტი შორეული დარტყმით მან შექმნა. ზომერმა შესანიშნავი გოლი არ გაატანინა. შემდეგაც კარგად განაგრძო. დაამტკიცა, რომ ნეაპოლელ ნახევარმცველებს შორის ბურთთან ურთიერთობაში ერთ-ერთი საუკეთესოა (იესპერ ლინდსტრომი 5,5: მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა და 90-ე წუთამდე არაფერი გაუკეთებია, 90-ეზე კი ინდივიდუალური გარღვევით სცადა გოლის გატანა. „ინტერის” მესამე გოლის ეპიზოდში გაჩერდა, რის გამოც ბარელას დამატებითი წინააღმდეგობა მოეხსნა).

მატეო პოლიტანო 6: ფლანგზე კარგად თამაშობდა. მის გამო დიმარკო შეტევებში ნაკლებად ერთვებოდა. პირველ ტაიმში დიდებული გოლის გატანასთან იყო ახლოს, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი რაც მან გააკეთა უშედეგი დარჩა (ჯაკომო რასპადორი 5,5: მისმა შესვლამ გუნდს ვერაფერი დაატყო, თუმცა 89-ე წუთზე საჯარიმო მოედნის გარედან სცადა დარყმა).

ვიქტორ ოსიმენი 5,5: „ინტერის” დაცვამ ის დაიჭირა. ვერ შეძლო თავისებური გადამწყვეტი რამ გაეკეთებინა. 69-ე წუთზე ნატანის პასით თავური გოლის გატანა სცადა.

კვიჩა კვარაცხელია 6: რამდენიმე სიტუაციაში ბოლო ნაპერწკალი აკლდა. ერთ ეპიზოდში თავისებური ცრუმოძრაობა გამოუვიდა და დაარტყა კიდეც, მაგრამ ზომერმა საოცარი ბურთი აუღო.

ვალტერ მაცარი 5: პირველ ტაიმში კარგი „ნაპოლი” ვნახეთ, რომელიც თამაშობდა და არ მარცხდებოდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ გაშვებულმა გოლმა ყველაფერი შეცვალა, განსაკუთრებით მენტალურ ასპექტში. მეორე ტაიმში უკეთესობისკენ ნაბიჯი ვერ გადადგა და დაცვაც ისევ სუსტი იყო.