„გრემიოს“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ჟურნალისტებს საკუთარ მომავალზე აზრი გაუზიარა. შეგახსენებთ, რომ 31 დეკემბერს 36 წლის ფეხბურთელს ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტი ეწურება.
„ტკივილს ვგრძნობ, ჩემი სხეული ჩემს მაგივრად ლაპარაკობს. მინდა სიამოვნება მივიღო და მერე თავად გადავწყვიტო როგორ მოვიქცე ხანგრძლივი კარიერის შემდეგ. დასვენება, ოჯახთან ერთად დროის გატარება მჭირდება… და მერე ბედი მეტყვის, სად ვიქნები მომავალში“, – ამბობს ლუის სუარესი.
სუარესი „გრემიოს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა ურუგვული „ნასიონალიდან“ 2023 წლის დასაწყისში. მიმდინარე სეზონში ფორვარდი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 24 გოლით 52 მატჩში ყველა ტურნირზე. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „გრემიო“ ბრაზილიის სერია A-ში მეოთხე ადგილს იკავებს.

ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
სიახლეები06/09/2026 | 16:09ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
მთავარი ამბავი28/08/2026 | 16:18იბერიამ მეტოქეები გაიგო
