გერმანიის 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინდონეზიაში მიმდინარე ჭაბუკთა მონდიალის ფინალში გერმანიის ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.

გერმანელები შეხვედრას ბრუნერისა და დარვიშის გოლებით 2:0 იგებდნენ. 53-ე წუთზე ფრანგებმა ერთი გოლი გაქვითეს, მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კი კაცნაკლულად დარჩენიულ გერმანელებს მეორე გოლი გაუტანეს და ანგარიში გაათანაბრეს.

საბოლოოდ, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ისევე როგორც არგენტინასთან ნახევარფინალურ შეხვედრაში, გერმენელების მეკარე კონსტანტინ ჰეიდემ ორი დარტყმა მოიგერია და გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.