შეიძლება იყოს 1 ადამიანი and საბრძოლო ხელოვნების გამოყენება გამოსახულებატოკიოში დაიწყო ძიუდოს პრესტიჟული გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრები 16 წარმომადგენლით არის ჩასული. თუმცა, შესუსტებული შემადგენლობით.

ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდა, აქედან ჩვენებმა 5 წონაში იასპარეზეს და ორი მედალი მოიპოვეს.

ლუკა მაისურაძემ (90) მედლისკენ სვლა ისრაელელ გაი გურევიჩით ძლევით დაიწყო, შემდეგი იყო შვედი მარკუს ნიმანი, ვისაც ყირგიზი ერლან შეროვი მიაყოლა, ნახევარფინალში კი, კორეელი დონგვან გვაკი მოილია და ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ მასპინძელი სანშირო მურაო ერგო, რომელმაც ფალავანი დაგვიმარცხა და ვერცხლი დაგვიტოვა.

გიორგი ტერაშვილმა პირველ წრეში გერმანელ რუებოს მოუგო, შემდეგ კი ზედიზედ მიყოლა ყაზახ ასკარ ნარკულოვი, კანადელი არტურ მარგელიდონი, უზბეკი ნუროდინ იულდოშევი, მაგრამ ნახევარფინალში მასპინძელ სოიჩი ჰაჩიმოტოსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის კორეელ იუნკიუ ლის აჯობა.

მედალთან ახლოს იყო ეთერ ლიპარტელიანი, ვინც პირველ წრეში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაიტა მოჰამედს მოუგო, შემდეგ გუანმელ მარია ესკადოსაც აჯობა და ისრაელის წარმომადგენელ ნელსონ ლევისაც, მაგრამ ნახევარფინალში კანადელ კრისტა დეგუჩისთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ტაიპელ ჩენჰ-ლი ლეინს დაეჭიდა. თუმცა, ვერც იქ იყოჩაღა და უმედლოდ დარჩა.

პირველი ბრძოლები წააგეს: ლაშა შავდათუაშვილმა (73) ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასთან; ალექსანდრე ლოლაძემ (81) მოლდოველ მიჰაილ ლატიშევთან; ლუკა ბაბუციძემ (90) არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანთან; სოფიო სომხიშვილმა (+78) სამხრეთკორეელ საეტბიეოლ პარკთან.