გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ევროპის 2024 წლის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელმაც მომავალი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ქვეჯგუფებში გადაანაწილა.

გერმანიაში მოსახვედრად საქართველოს ნაკრებიც იბრძვის, რომელიც 2024 წლის მარტში ფლეი ოფის გავლით შეეცდება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

საქართველოს ნაკრები 21 მარტს ნახევარფინალში ლუქსემბურგის ნაკრებს ეთამაშება, წარმატების შემთხვევაში 26 მარტს ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

C ლიგის ფლეი ოფის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს თურქეთის, პორტუგალიასა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად, ანუ საქართველომ თუ ფლეი ოფი მოიგო სწორედ ამ გუნდებთან ითამაშებს.

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.A ჯგუფი

გერმანია

შოტლანდია

უნგრეთი

შვეიცარია

B ჯგუფი

ესპანეთი

ხორვატია

იტალია

ალბანეთი

C ჯგუფი

სლოვენია

დანია

სერბეთი

ინგლისი

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.D ჯგუფი

ნიდერლანდები

ავსტრია

საფრანგეთი

ფლეი ოფი A

E ჯგუფი

ბელგია

სლოვაკეთი

რუმინეთი

ფლეი ოფი C

F ჯგუფი

თურქეთი

პლეი ოფი C

პორტუგალია

ჩეხეთი

აღწერილობა არაა ხელმისაწვდომი.