არგენტინაში თამაშობს ასეთი ფეხბურთელი: ერნან ლოპეს მუნიოსი. ის 2000 წელს არის დაბადებული, ნახევარმცველია და „რივერ პლეიტს” „გოდოი კრუსში” ჰყავს იჯარით გაშვებული. ეს გუნდი არგენტინული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში გამოდის, მეცხრე ადგილზეა, ერნან ლოპესი კი როგორც ამბობენ ყოჩაღობს და მისი შეძენით „ნაპოლია” დაინტერესებული.

ერნან ლოპესი დიეგო მარადონას დის შვილიშვილია. არ არის გამორიცხული, რომ აურელიო დე ლაურენტისის ცნობისწადილს ეს ფაქტიც აღვივებდეს. ნეაპოლში იმ კაცის ჩაყვანა, ვისაც ძარღვებში დიდი დიეგოს სისხლი უდუღს საინტერესო გეგმაა, შესაძლოა კომერციულიც.

River Plate: Godoy Cruz ejecutó la opción de compra por López Muñoz