2-3 დეკემბერს, ტოკიო ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს. იაპონიის დედაქალაქში 16 ქართველი ჩავიდა. თუმცა, ჩვენი გუნდის შემადგენლობა საკმაოდ შესუსტებულია. ტოკიოში არ იქნებიან ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი.

ტურნირის პირველ დღეს მედლები მამაკაცთა 3 და ქალების 4 წონით კატეგორიაში გათამაშდება, ხოლო მეორე დღეს – ჩემპიონები კაცების 4 და ქალების 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „いざ、 パリの頂点へ。 TOKYO SLAN GRANDSLAM GRAND SLAM 東京体育館 2OCE 2023. 12.2 SAT SAT- 12.3 12.3SUN SUN 2023“ გამოსახულებაუკვე ცნობილია ჩვენები მეტოქეებიც: 60 კგ: გიორგი სარდალაშვილი მეტოქე მეორე წრეში ვიეტნამელ დუკ დატ ჩუ დაეჭიდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში რუს გამზატ ზაირბეკოვს შეხვდება; ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ წრეში უკრაინელ არტემ ლესიუკს ხვდება; 66 კგ: თენგო ზირაქაშვილი სამხრეთკორეელ კიმ ჩანიონგს პირველივე წრეში შეხვდება; ვაჟა მარგველაშვილი, მეორე წრეში მალაველ დილესი ვაისონსა და ბულგარელ იანისლავ გერჩევს შორის გამარჯვებულს ელოდება; 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი მეორე წრეში ტაჯიკ ბეჰრუზი ხოჯაზოდასა და პორტუგალიელ ოთარ კვანტიძეს შორის გამარჯვებულს შეხვდება; გიორგი ტერაშვილი კი პირველ წრეში გერმანელ რუებოს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ყაზახ ასკარ ნარკულოვს;

81 კგ: ალექსანდრე ლოლაძე პირველი წრიდან თავისუფალია, მეორე წრეში კი მოლდოველ მიჰაილ ლატისიევსა და უზბეკ მუსო სობიროვს შორის მოგებულს შეხვდება; 90 კგ: ლუკა მაისურაძე მეორე წრეში ისრაელელ გაი გურევიჩს შეხვდება; ლუკა ბაბუციძე კი არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ არამ გრიგორიანსა და თურქმენ მამადალი ახილდიევს შორის მოგებულს ელოდება; 100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი ასპარეზობას იაპონელ კოტარო უეოკასთან შეხვედრით იწყებს; ამავე წონაში გიორგი ბერიაშვილიც ასევე იაპონელ აარონ ვოლფს შეხვდება; + 100 კგ: შალვა გურეშიძე ვენესუელელ ლუის ამესკვიტას დაუპირისპირდება; ლევან მატიაშვილი კი – მაროკოელ მოჰამედ ლაჰბუბს.

57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი პირველ წრეში არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენელ მაიტა მოჰამედს შეხვდება; 63 კგ: ეთერ ასკილაშვილი პირველი წრიდან თავისუფალია, ხოლო მეორე წრეში სლოვენიელ ანდრეია ლესკის დაეჭიდება; + 78 კგ: სოფიო სომხიშვილის მეტოქე სამხრეთკორეელ საეტბიეოლ პარკი იქნება.