„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისის ნაკრების, „ბარსელონასა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ბარსელონასთან“ ერთად ვენეიბლზი 1984/1985 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „ტოტენჰემთან“ ერთად ინგლისელმა სპეციალისტმა მოიგო ასოციაციის თასი და ინგლისის სუპერთასი 1991 წელს. „ჩელსიში“ თამაშისას კი 1965-ში საფეხბურთო ლიგის თასის გათამაშებაში გაიმარჯვა.
ვენეიბლზი ასევე ხელმძღვანელობდა ინგლისის ეროვნულ გუნდს (1994–1996) და ევრო 96-ზე ტურნირის ნახევარფინალში გაიყვანა. ის ასევე თავკაცობდა „ლიდსს“, „კრისტალ პალასს“, „ქუინზ პარკს“ და სხვა გუნდებს.