Kieran Trippier's Son Wears Mbappe Kit After PSG Win„ნიუკასლის“ მცველმა კირან ტრიპიერმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პსჟ-სთან მატჩის (1:1) შედეგები შეაჯამა.

„ნამდვილად ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით. ტრავმიანობის პირობებში შევძელით ერთი ქულის მოპოვება და ეს პოზიტივია. ჩვენ შეგვიძლია შევეჯიბროთ საუკეთესო გუნდებს ნებისმიერ დღეს, როგორც ეს ორჯერ ვაჩვენეთ პსჟ-სთან. მაგრამ მაინც იმედგაცრუებული ვართ“, – ციტირებს ტრიპიერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ანგარიში 24-ე წუთზე ალექსანდრ ისაკმა გახსნა. მასპინძლები მარცხისგან კილიან მბაპეს გოლმა გადაარჩინა. 24 წლის ფრანგმა პენალტი 90-ე წუთზე გაიტანა.

გადამწყვეტ ტურში პარიზელები სტუმრად „დორტმუნდს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც ფლეი ოფში გასვლა უკვე გაინაღდა. კაჭკაჭები კი „მილანს“ უმასპინძლებენ. ორივე თამაში 13 დეკემბერს გაიმართება.