„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, ჟურნალისტებთან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
32 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში „ბარნლისთან“ დაშავდა. ბელგიელი პეპ გვარდიოლას გუნდს 2023 წლის ბოლომდე ვერ დაეხმარება.
„ყველაფერი კარგად მიდის. გამოჯანმრთელების პროცესი გრძელდება, მართალია ტრავმა ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა ოპტიმიზმს არ ვკარგავ. 2024 წლის დასაწყისიდან დავბრუნდები“, – თქვა ბელგიელმა ფეხბურთელმა.
„მანჩესტერ სიტი“ (29 ქულა) პრემიერლიგაში 13 მატჩის შემდეგ მეორე ადგილზეა.