მიუნხენის „ბაიერნმა“ შეთანხმებას მიაღწია მეკარეებთან – მანუელ ნოიერთან და სვენ ულარაიხთან და მათთან კონტრაქტები გაახანგრძლივა. ისინი მიუნხენურ კლუბში 2025 წლის 30 ივნისამდე დარჩებიან. „მიხარია, რომ კიდევ ერთი წელი დავრჩები „ბაიერნში“. ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და ბედენიერი ვარ, ისევ ამ გუნდში ვთამაშობ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივართან ერთად მომდევნო წლებში კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევთ, რაც 2025 წელს...
ლექსოს 150-ე და რასინგის ლიდერობა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მთავარ ლიგაში მე-8 ტური გაიმართა. მართალია, ტოპ 14-ის ამ უქმეებმა ქართველი მორაგბეების ინდივიდუალური გაბრწყინებების გარეშე ჩაიარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ბოლოდან დავიწყოთ: ტურის დასკვნით მატჩში დედაქალაქურმა „რასინგ-92“-მა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონსა და ევროპის საკლუბო ჩემპიონ „ლა როშელს“ უმასპინძლა და ბონუსით, 32:10 დაამარცხა, რამაც „რასინგი“ სატურნირო ცხრილის სათავეში მოაქცია. პარიზელთა სასტარტო შემადგენლობაში...
ორლანდო და გოგა იგებენ
NBA-ს ამ სეზონის აღმოჩენა, უდავოდ „ორლანდო მეჯიქია“. ჯადოქრობის რა გითხრათ, მაგრამ გოგა ბითაძის გუნდი ამ სეზონში საკმაოდ დამაჯერებლად ბურთაობს და ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო. ფლორიდელები აღმოსავლეთის კონფერენციაში „მილუოკისთან“ ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, რასაც სეზონის წინ ვერავინ იფიქრებდა. „ორლანდოს“ მსხვერპლი ამჯერად „შარლოტ ჰორნეტსი“ აღმოჩნდა – 130:117. საქართველოს ნაკრების ცენტრი „ორლანდოს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა სულ...


