„ნაპოლის” რთული დრო უდგას. გასული სეზონის ტრიუმფის შემდეგ გუნდი იშკილებიდან ჩამოვარდნილია. ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას თავგადასავალი რამდენიმეთვიანი გამოდგა. „ემპოლისთან” წაგების შემდეგ აურელიო დე ლაურენტისმა ფრანგი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვალტერ მაცარი დანიშნა.

გარსიას გათავისუფლებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, რომელთა შორის უმთავრესი სატურნირო ცხრილში დაკარგული პოზიცია გახლდათ. თორმეტი ტურის შემდეგ „აძური” ლიდერ „ინტერს” 10 ქულით ჩამორჩება. მდგომარეობის გამოსასწორებლად „ნაპოლიმ” სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი, მაგრამ „კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით ალგორითმმა სახელწოდებით Opta სადღეისოდ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიმდინარე ჩემპიონატის პროგნოზი შეადგინა.

სტატისტიკი დამუშავების ცნობილი საიტის თანახმად 12 ტურის შემდეგ „ნაპოლის” ჩემპიონობის შანსი 1%-ზე ოდნავ მეტია. მთავარი ფავორიტი არის „ინტერი” — 84%. „ნაპოლი” სავარაუდოდ მეოთხე ადგილზე გავა — 26,9%.

შარშან ამ დროს Opta-ს ვერსიით „ნაპოლის” ჩემპიონობის შანსი 74%-იყო.

The prediction of the Serie A standings